Aa
Aa

"ბარსა" ზაფხულში მინიმუმ 4 მოთამაშეს შეიძენს

ესპანური Mundo წერს, რომ „ბარსელონა“ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მინიმუმ 4 მოთამაშეს გაიფორმებს.

საუბარია 1 ცენტრალურ მცველზე, 1 მარცხენა მცველზე და 2 ფორვარდზე.

ამ მომენტისთვის კლუბი სწორედ ამ პოზიციების გაძლიერებაზე ზრუნავს. სახელდება სავარაუდო გვარებიც - დე ლიხტი ცენტრალური მცველის პოზიციაზე პირველი კანდიდატურაა. რაც შეეხება განაპირა მცველს, კლუბს ალბას დუბლიორის გაფორმება სურს.

სახელდება ორი გვარი - ფელიპე ლუისი და ალბერტო მორენო. კიდევ არის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა კლუბი სათადარიგო მარცხენა მცველის გასაფორმებლად დიდი თანხის გადახდას არ გეგმავს.

რაც შეეხება ფორვარდებს, ჯერჯერობით პრიორიტეტად კვლავ გრიზმანის შეძენა რჩება და ამავდროულად მისი ვარიანტი ყველაზე რეალურიც გახლავს.

კლუბი ლუის სუარესის კონკურენტის შეძენასაც ცდილობს, რომელიც როტაციაში ურუგვაელს შეცვლის ხოლმე. როდრიგო მორენო, დანიელ სტარიჯი, ალექსანდრ ლაკაზეტი და კრისტიან სტუანი - ამ ფეხბურთელებს კატალონიელები აქტიურად აკვირდებიან.

როგორც წყარო წერს, 4 ტრანსფერი ამ ეტაპზე ის მინიმუმია რომლის განხორციელებასაც ბორდი გეგმავს.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ მოთამაშეებზე რომლებიც გუნდს დატოვებენ. ასეთი კი სიაში ბევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები