ვაისი:''კვარაცხელიას დიდი პროგრესი აქვს, მის წარმატებულ დებიუტს ველი''
Aa
Aa

ვაისი:''კვარაცხელიას დიდი პროგრესი აქვს, მის წარმატებულ დებიუტს ველი''

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში გიბრალტარის ნაკრებთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

ვაისი:''ხვიჩა კვაარცხელიას სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას არ გამოვრიცხავ. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, შეუძლია ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი გახდეს. კვარაცხელიას დებიუტთან დაკავშირებით კარგი მოლოდინი მაქვს, მის წარმატებულ დებიუტს ველი. მან მოსკოვის ''ლოკომოტივში'' გადასვლის შემდეგ დიდი პროგრესი აჩვენა. 

სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთის სათამაშოდ ცუდი დროა. გიბრალტართან მოედანზე ის მოთამაშეები გამოვლენ, რომლებიც კლუბებში რეგულარულად თამაშობენ.

 

სამწუხაროდ ქვილითაია ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. სავარაუდოდ მას რამდენიმე კვირა გაუცდება.

გიბრალტართან უნდა მოვიგოთ. დანიასთან იოლი თამაში არ იქნება. ხვალ საქართველოს ნაკრებმა ღია და გახსნილი თამაში უნდა აჩვენოს. ვეცდებით ეს მატჩი ქომაგისთვის დასამახსოვრებელი იყოს.

ჩვენ ვნახეთ სომხეთისა და გიბრალტარის შეხვედრა. გიბრალტარმა საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევები განავითარა და სომხეთს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.''

-რას ფიქრობთ გრიგალავას თაობაზე, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა.

- გრიგალავას კარგი შედეგი ჰქონდა. მან რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში ბევრი მატჩი ჩაატარა. ის კარგ სათამაშო კონდიციაშია. დიდი ალბათობით გრიგალავა სასტარტოში ითამაშებს. ხოჭოლავა და კვერკველია თამაშისთვის ბოლომდე მზად არ არიან.

- რამდენად მოსალოდნელია ლევან მჭედლიძის თამაში, რომელიც პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა. ასევე ნავალოვსკის, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. ეს მოთამაშეები რამდენად მზად არიან თამაშისთვის?

- ფეხბურთელები, რომლებიც ინდივიდუალურად ვარჯიშობენ ნაკრებში ტრავმებით ჩამოვიდნენ. ლევან მჭედლიძემ მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოტოვა და შესაძლოა მან 20 ან 30 წუთი ითამაშოს.

- რატომ ვერ მოხვდა ლუკა ზარანდია ნაკრების შემადგენლობაში? მან პოლონეთის ჩემპიონატში კარგი მატჩები ჩაატარა. პოლონეთის ჩემპიონატში ზარანდიამ ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი შეასრულა. რა არის მისი გამოუძახებლობის მიზეზი?

- ზარანდია ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა დღეს სხვა ფეხბურთელებზე გავაკეთე არჩევანი. თუ ზარანდია პროგრესს გააგრძელებს ეროვნულ ნაკრებში აუცილებლად მოხვდება. ფეხბურთს უნდა შევხედოთ როგორც კომპონენტების ერთობლიობას და არა ცალკეულ კომპონენტს.

- საწვრთნელო პროცესში რამდენად კარგად წარმოაჩინა თავი ელგუჯა ლობჯანიძემ ?

ლობჯანიძე ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა. ტაქტიკაში, რომლითაც თამაშს ვგეგმავ, ლობჯანიძე კარგად ჯდება. მას კარგად შეუძლია თავით თამაში და პოზიციის შერჩევა. ის კარგად იხსნება. მისთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის გიბრალტართან შეხვედრა ნაკრებში დამკვიდრების კარგი შესაძლებლობაა.

- რატომ ვერ მოხვდა ყაზაიშვილი ეროვნული ნაკრების განაცხადში?

- ყაზაიშვილის არგმოძახების მიზეზი სხვა მოთამაშეებისთვის შანსის მიცემაა. ყაზაიშვილმა მწვრთნელს უნდა მოუსმინოს, გუნდთან ერთად იმუშავოს და უფრო მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენოს. მეტი დისციპლინაა საჭირო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ მატჩებში ყაზაიშვილი ეროვნულ გუნდში ვერ მოხვდება.

პრესკონფერენციას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი ესწრებოდა

 

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ''დინამო არენაზე'' გიბრალტარს უმასპინძლებს. მატჩი 7 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები