Aa
Aa

სანჩესი "ატლეტიკოში"?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩილელი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი ზაფხულში სავარაუდოდ „ოლდ ტრაფორდს დატოვებს. 30 წლის შემტევს განვლილ სეზონში თავი არაფრით გამოუჩენია და „ოცნებათა თეატრის“ ბინადრებს მისი გასხვისება აქვთ გადაწყვეტილი.

სანჩესის საკუთარ რიგებში ხილვა „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ სურთ. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით კი ჩილელისთვის ბრძოლაში მადრიდის „ატლეტიკოც“ ჩაერთო. „როხიბლანკოს“ თავკაცი, დიეგო სიმეონე სანჩესს 2008 წელს „რივერ პლეიტში“ წვრთნიდა და ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით „ატლეტიკოს“ წარმომადგენლები „მანჩესტერს“ უკვე დაუკავშირდნენ და ჩილელის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს. „როხიბლანკოს“ მთავარი პრობლემა სანჩესის ანაზღაურებაა. ალექსისი „მანჩესტერში“ კვირაში 500 000 ფუნტს იღებს, თუმცა გამორიცხული არაა ხელფასის შემცირებას დასთანხმდეს.

სანჩესი „იუნაიტედის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს. „წითელი ეშმაკების“ რიგებში მას 45 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მხოლოდ და მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა. „მანჩესტერის“ ქომაგები ალექსისს დიდი ხანია აკრიტიკებენ და მის გაყიდვას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები