Aa
Aa

"არსენალი" სარეკორდო ტრანსფერთან საკმაოდ ახლოსაა!

ლონდონის "არსენალსა" და "დორტმუნდს" შორის სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "მეთოფეების" სამიზნე გერმანელთა შემტევი პიერ-ემერიკ ობამეიანგია, რომელიც ფანტასტიურ სეზონს ატარებს და როგორც "le10sport"-ი იტყობინება ინგლისელები მზად არიან გაბონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ თავიანთთვის სარეკორდო თანხა 65 მილიონი ევრო (!) გადაიხადონ. 

ობამეიანგის შეძენა კიდევ არაერთ კლუბს სურს, თუმცა თუ აღნიშნულ წყაროს დავეყრდნობით გაბონელის შეძენის ყველაზე მეტი შანსი სწორედ არსენ ვენგერს აქვს, რომელიც სატრანსფერო სპეკულაციებში პირადადაა ჩართული.

26 წლის ობამეიანგს ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების 25 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები