Aa
Aa

"ბარსა" გრიზმანის ტრანსფერში სემედუს ჩართვას გეგმავს

სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს გაიხსნება, თუმცა კლუბები თადარიგს უკვე იჭერენ და ბევრი ტრანსფერი ივნისშივე შეთანხმდება.

ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე „ბარსელონა“ ნელსონ სემედუს გაყიდვას გეგმავს.

Mundo-ს ინფორმაციით, კატალონიელები „ატლეტიკოსთვის“ თანხმობის მიცემას გეგმავენ, რადგან ამით მათ გრიზმანის ტრანსფერზე ფასის დაწევის იმედი აქვთ.

როგორც მოგეხსენებათ ფრანგის გამოსასყიდი თანხა 1 ივლისიდან 120 მილიონი ევრო იქნება, „ბარსა“ კი მოლაპარაკებებში სემედუს ჩართვით ფასის დაწევას იმედოვნებს.

დიეგო სიმეონემ შემადგენლობის განახლება გადაწყვიტა. „როხიბლანკო“ ახლოს არის „ჩელსიდან“ მარკოს ალონსო გადმოიბიროს, მარჯვენა ფლანგზე კი მათ სემედუ სურთ.

„ჩოლოსთვის“ დაცვის ფლანგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საყვარელი სქემა 4-4-2 გახლავთ, რომელშიც ოთხივე ნახევარმცველი ძირითადად მოედნის ცენტრში მოქმედებს და მთელს ფლანგებს მცველები აკონტროლებენ.

წყაროს ცნობით, ერნესტო ვალვერდემ სემედუს გაშვება თავადვე გადაწყვიტა და გრიზმანის შეძენასაც მხარს უჭერს.

თავად ნელსონ სემედუს კლუბში თავისი როლის გაზრდა სურს, თუმცა ხვდება რომ სერხი რობერტოსთან კონკურენციაში ის ძირითადის უცვლელი წევრი ვერ გახდება.

უახლოეს დღეებში შესაძლოა ყველაფერი გაირკვეს და ოფიციალური სახეც მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები