Aa
Aa

"ბასკონიაში" 16 ახალგაზრდა კალათბურთელი გაემგზავრება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანურ კორპორაციასასკი ბასკონიასთანამშრომლობის ფარგლებშიბასკონიასსაკალათბურთო კემპმა სტარტი აიღო.  აღნიშნული კემპი 2015 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება და წლეულს იგი მეხუთედ იმართება. 

კემპის მონაწილეთა რაოდენობას და ასაკებს ესპანური მხარე განსაზღვრავს და წლეულს მასში დაახლოებით 100 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეთა ასაკი 2004, 2005, 2006 და 2007 წლებში დაბადებულებით განისაზღვრება. “ბასკონიასკემპი 7 ივნისის ჩათვლით, ვერის ბაღის საკალათბურთო  სასახლეში გაიმართება.

კემპის მიზანი საუკეთესო, ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელების გამოვლენა და მათზე სამომავლო ზრუნვაა. “ბასკონიახელშეკრულების საფუძველზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს ანალოგიურ კემპებს და რჩეულ მოთამაშეებს თავის გამოსაჩენად ესპანეთში, “ბასკონიასგენერალურ, ინტერნაციონალურ კემპზე იწვევს, რომელიც ზაფხულის თვეებში იმართება. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ საქართველოში გამართული კემპიდან 16 ახალგაზრდას ესპანეთში, “ბასკონიასგენერალურ კემპზე წაიყვანენ, სადაც უკვე საბოლოოდ გადაწყდება, თუ რომელ მათგანს დაიტოვებენ და გააგრძელებენ მათთან მუშაობას. 

კემპს ესწრება კორპორაციასასკი ბასკონიასაღმასრულებელი დირექტორი ხესუს ვასკესი, რომელიც საქართველოში არაერთხელ ყოფილა და მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან.

ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოში აქამდე ჩატარებულიბასკონიასკემპებიდან ესპანეთში, გენერალურ კემპზე სამონაწილეოდ 70-ამდე ახალგაზრდა იქნა წაყვანილი, საიდანაც 10-ამდე მათგანიბასკონიაშიდარჩა და მთელი სეზონის მანძილზე ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა.

 

 

  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები