გოლოვკინი:
Aa
Aa

გოლოვკინი: "ჯოშუამ ყველაფერი არასწორად გააკეთა“

საშუალო წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენადი გოლოვკინს მიაჩნია, რომ ენტონი ჯოშუამ მოწინააღმდეგე არ დააფასა და ორთაბრძოლას მოუმზადებელი შეხვდა. როგორც მოგეხსენებათ „ეიჯეიმ“ ენდი რუის ჯუნიორთან სენსაციური მარცხი განიცადა და IBF-ის, WBA-ის და WBO-ს საჩემპიონო ქამრები დათმო.

ყაზახმა მებრძოლმა ჯოშუასა და რუისის ჯახის შესახებ ESPN-თან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეცდომა დაუშვა ენტონიმ, გენადიმ განაცხადა: „ჯოშუამ ყველაფერი არასწორად გააკეთა. იგი საქმეს ისე არ მიუდგა, როგორც საჭირო იყო. ჯოშუა სუპერვარსკლავს ჰგავდა, რომელსაც უბრალოდ ამერიკაში ჩასვლა უნდოდა. კრივი სერიოზული ბიზნესია და მოწინააღმდეგის დაუფასებლობა დამღუპველია. ენდი მაღალი დონის მებრძოლია და ჯოშუას უნდა სცოდნოდა, რომ სახიფათო დაპირისპირება ელოდა“.

როგორც მოგეხსენებათ „ეიჯეის“ პრომოუტერებმა კონტრაქტში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტი აამოქმედეს და მატჩრევანშის გამართვა მოითხოვეს. რუისისა და ჯოშუას მეორე ჯახს 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბერში ვიხილავთ. ორთაბრძოლის ჩატარების ადგილს კი ჯოშუას წარმომადგენლები შეარჩევენ. სავარაუდო ვარიანტებად კარდიფი და ლონდონი განიხილება.

ცხელი ამბები