ბოლო 36 წელში პირველად! - კონტამ ბრიტანეთის ისტორია დაწერა
Aa
Aa

ბოლო 36 წელში პირველად! - კონტამ ბრიტანეთის ისტორია დაწერა

საინტერესო დღე გამოვიდა ქალთა თანრიგშიც, სადაც ბრწყინვალე სვლას აგრძელებს იოჰანა კონტა, რომელმაც 1/4 ფინალში, ტურნირის გასული წლის ფინალისტი, სლოუნ სტივენსი, დაამარცხა.

ბრიტანელი საკუთარ მოწოდებაზე ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა და ის სტივენსს არცერთხელ არ დაუთმო, საბოლოოდ კი, საათსა და 10 წუთში - 6:1; 6:4 იმარჯვა. ბოლო 36 წელში კონტა პირველი ბრიტანელი ქალია, რომელმაც „როლან გაროსის“ 1/2 ფინალში გააღწია.

საჩოგბურთო სამყაროს გაოცებას აგრძელებს 19 წლის ჩეხი - მარკეტა ვონდრუშოვა. თინეიჯერმა მოთამაშემ მიმდინარე ტურნირის მეხუთე შეხვედრაც სეტის წაუგებლად მოიგო და დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში პირველად გავიდა.

ვონდრუშოვამ ხორვატი პეტრა მარტიჩი დაძაბულ ბრძოლაში - 7:6; 7:5 დაამარცხა. მარტიჩს პირველ სეტში სამმაგი სეტ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ჩეხმა საფრთხე მოიგერია და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

საინტერესოა, რომ ვონდრუშოვა მარცხენა ხელით მოთამაშე მხოლოდ მეოთხე ქალია, რომელმაც „როლან გაროსის“ 1/4 ფინალში ან უფრო შორს გასვლა შეძლო. აქამდე იგივე ანგელიკ კერბერმა, პეტრა კვიტოვამ და ლუსი შაფარჟოვამ გააკეთეს.

1/2 ფინალურ ეტაპზე კონტა და ვონდრუშოვა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები