NBA-ს ვარსკვლავმა ბითაძე დააჯილდოვა
Aa
Aa

NBA-ს ვარსკვლავმა ბითაძე დააჯილდოვა

სერბეთის საკალათბურთო თასის ნახევარფინალში ''ცრვენა ზვეზდამ'' ''მეგა ბემაქსი'' 96:91 დაამარცხა. სერია ''ცრვენა ზვეზდას'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა და ''მეგა ბემაქსი'' გათამაშებას დაემშვიდობა.

''მეგა ბემაქსის'' ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ხუთი პერსონალური ფოლის გამო პარკეტი ნაადრევად დატოვა. ბითაძემ პარკეტზე 24 წუთი და 42 წამი გაატარა. ქართველი ტალანტის ანგარიშზე 5 ქულაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2-დან 0 სამქულიანი, 4-დან კი - 3 საჯარიმო. მის ანგარიშზე 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დაწყებამდე მოხდა, როცა ბითაძეს სერბეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ბითაძეს ჯილდო NBA-ს ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა გადასცა.

სერბეთის ჩემპიონატში საშუალოდ ერთ მატჩში ბითაძის ანგარიშზე 19.7 ქულა, 7.8 მოხსნა და 2.2 დაფარება იყო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 25.7-ს შეადგენდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები