საქართველო ახალ ზელანდიასთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა
Aa
Aa

საქართველო ახალ ზელანდიასთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა

რაგბიში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში  საქართველოს ნაკრები ექვსგზის ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან 13:45 დამარცხდა.

მე-7 წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა, თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ მე-10 წუთზე ახალი ზელანდიის ნაკრები რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა. მეტოქემ ორი ლელო დადო, ერთი გარდასახვა გამოიყენა და მე-17 წუთზე სხვაობა 9 ქულას შეადგენდა.

24-ე წუთზე ქართველ მორაგბეებს ანგარიშის შემცირების რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა ლელომდე მცირედი დააკლდათ. 27-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა.

36-ე წუთზე ახალმა ზელანდიამ მესამე ლელო დადო, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. პირველი ტაიმი საქართველომ 6:19 წააგო.

მეორე ტაიმში საქართველომ ლელო დადო, ჯინჭარაძის ლელოს აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა, თუმცა მატჩის დარჩენილი დრო ახალი ზელანდიის უპირატესობით განვითარდა. საბოლოოდ ახალმა ზელანდიამ 45:13 გაიმარჯვა, რაც მოსალოდნელი იყო.

საქართველო შემდეგ მატჩს სამხრეთ აფრიკასთან 8 ივნისს გამართავს.

ცხელი ამბები