რუმენიგე:''ხამესის სათამაშო სტილის ''ფანი'' ვარ... მოვიდა და წასვლა გვთხოვა''
Aa
Aa

რუმენიგე:''ხამესის სათამაშო სტილის ''ფანი'' ვარ... მოვიდა და წასვლა გვთხოვა''

საფეხბურთო კლუბ მადრიდის ''რეალს'' კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი დაუბრუნდება, რომელმაც გასული ორი სეზონი იჯარის წესით მიუნხენის ''ბაიერნში'' გაატარა. ბავარიული კლუბის პრეზიდენტის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებით ''ბაიერნი'' ფეხბურთელის გამოსყიდვას არ ეცდება და მასთან გრძელვადიან კონტრაქტს არ გააფორმებს. სამხრეთამერიკელი მადრიდულ კლუბში დაბრუნდება.

ხამესმა ''ალიანს არენაზე'' ორი სეზონი გაატარა და ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო. ასევე, გასულ სეზონში გერმანიის თასის ფინალში გაიმარჯვა.

საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით ''ბაიერნი'' ხამესს 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძენს.

რუმენიგემ Sport1-თან საუბარში განაცხადა:''სეზონის დასრულებამდე ხამესი კლუბის ხელმძღვანელებთან მოვიდა და გვთხოვა, რომ კონტრაქტში არსებული პუნქტი, რაც მის გამოსყიდვას გულისხმობს, არ გაგვეაქტიურებინა. მას ''ბაიერნში'' დარჩენა არ სურს.

ფეხბურთელში 42 მილიონი არ უნდა დახარჯო თუ მას სასტარტო შემადგენლობაში თამაშს ვერ პირდები.

გასულ კვირას ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა დამირეკა და ამ თემაზე მესაუბრა. მისი და ხამესის აზრები იდენტურია.''

ხამესი შესაძლოა ''რეალიდან'' ნეაპოლში წავიდეს და კარლო ანჩელოტის გუნდში ჩაირიცხოს. ''ბაიერნში'' ხამესი სწორედ იტალიელი სპეციალისტის სურვილიდან გამომდინარე მიიწვიეს.

რუმენიგემ ასევე აღშნინა, რომ ხამესის სათამაშო კულტურის ''ფანია.''

რუმენიგე: ''მისი მარცხენა ფეხი განსაკუთრებულია, ისევე როგორც ხამესის გოლის გატანის ალღო. მისი სათამაშო კულტურის ''ფანი'' ვარ. ის უმაღლესი დონის მოთამაშეა. ''ბაიერნის'' გადაწყვეტილება ვერ გამოხატავს ხამესის შესაძლებლობებს.''

გასულ ორ სეზონში ხამეს როდრიგესმა ბუნდესლიგის 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

კარლო ანჩელოტი ხამესს მადრიდის ''რეალსა'' და მიუნხენის ''ბაიერნში'' წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები