უაილდერი:
Aa
Aa

უაილდერი: "არ მგონია ჯოშუა მატჩრევანშის გამართვას დათანხმდეს"

ენდი რუისთან განცდილი მარცხის შემდეგ WBC-ის საჩემპიონო ქმარის მფლობელმა, დეონტეი უაილდერმა ენტონი ჯოშუა მიწასთან გაასწორა. ამერიკელმა საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელებში დააფიქსირა და აღნიშნა: "ის არ იყო ნამდვილი ჩემპიონი, მთელი მისი კარიერა ტყუილზე, საკამათო გადაწყვეტილებებზე და მიღებულ საჩუქრებზე გახლდათ აგებული“.

ჯოშუა დაკარგული ქამრების დაბრუნებას აპირებს და 2019 წლის ბოლოს მატჩრევანშის გამართვას გეგმავს, თუმცა უაილდერი დარწმუნებულია, რომ ბრიტანელი ენდი რუისის წინააღმდეგ რინგზე აღარ გავა.

„ჯოშუა ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერი არაა, რომ მატჩრევანშზე თანხმობა განაცხადოს. ამ ორთაბრძოლამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და ვფიქრობ რუისის წინააღმდეგ კიდევ ერთი დაპირისპირების ჩატარებაზე უარს ამიტომაც იტყვის. ენტონი მსოფლიოს თვალწინ დანებდა. მას აღარ უნდოდა დაპირისპირება გაეგრძელებინა! ჩემპიონი დანებდა! ეს ბევრს ნიშნავს!

რთული გადასატანია როცა მსოფლიოს შენ ნამდვილ სახეს აჩვენებენ და განადგურებენ. ჩემი აზრით ბრიტანელი მატჩრევანშზე უარს იტყვის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები