ახალგაზრდა კალათბურთელების მოგება და მარცხი მონღოლეთში
Aa
Aa

ახალგაზრდა კალათბურთელების მოგება და მარცხი მონღოლეთში

საქართველოს ნაკრების წარმატებული სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მონღოლეთში მიმდინარე 3×3 კალათბურთის 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა პირველ მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

 ქართველები ბელარუსის ნაკრებს შეხვდნენ და ანგარიშით 21:16 დაამარცხეს.

3×3 წესების თანახმად, თამაში წყდება და გუნდს, რომელიც 21 ქულას მიაღწევს, მოგება ეთვლება.

 მატჩი ბოლო წუთზე ქარველებმა 21-ე ქულა მიითვალეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება გაიფორმეს.

დღის მეორე შეხვედრაში ახალაგზრდა კალათბურთელები ტურნირის ფავორიტს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს შეხვდნენ.

ფავორიტება უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და საქართველოს ნაკრები 21:9 დაამარცხეს.

ხვალ ჩვენ ნაკრები დასვენებს და დარჩენილ 2 შეხვედრას 6 ივნისს გამართავს.

ქართველების მეტოქეები მონღოლეთისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები