რატომ თქვა ჯეიმი კარაგერმა სამწვრთნელო კარიერაზე უარი
Aa
Aa

რატომ თქვა ჯეიმი კარაგერმა სამწვრთნელო კარიერაზე უარი

„ლივერპულის“ ყოფილმა უკანახაზელმა, ჯეიმი კარაგერმა კარიერის დასრულების შემდეგ თავისი მეგობრის, სტივენ ჯერარდისგან განსხვავებით მწვრთნელობაზე უარი განაცხადა და საფეხბურთო ექსპერტად მოგვევლინა. იგი Sky Sport-ში მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც.

ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას ინგლისელმა მიღებული გადაწყვეტილება ახსნა და საინტერესო განცხადება გააკეთა: „ჩემს კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა ჟერარ ულიემ და რაფა ბენიტესმა მოახდინეს. მათ დიდ პატივს ვცემ და ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ ადამიანი, რომელიც „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს იბარებს, გუნდის დატოვებისას აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა.

ლივერპულის თავკაცის პოსტზე მუშაობამ ისინი გაანადგურა და რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებად აქცია!მწვრთნელობის ბოლო პერიოდში ისინი უცნაურ გადაწყვეტილებას იღებდნენ. ხანდახან პრესასთან საუბრისას ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ სახლში გაოცებული ვიჯექი და ვფიქრობდი - ღმერთო ჩემო... არა!

ეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის დამსახურება გახლავთ. თავდაპირველად ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ბოლოსკენ გრძნობ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

ფეხბურთზე ვგიჟდები, მაგრამ ამ სპორტს შეუძლია ბნელ ადგილებში წაგიყვანოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები