„ლივერპულთან გრძელვადიანი კონტრაქტი მაკავშირებს“ - კლოპმა „ბაიერნი“ გამორიცხა
Aa
Aa

„ლივერპულთან გრძელვადიანი კონტრაქტი მაკავშირებს“ - კლოპმა „ბაიერნი“ გამორიცხა

იურგენ კლოპი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებით დაინტერესებული არაა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემის“ დამარცხების შემდეგ „რეკორდმაისტერის“ ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა გერმანელი დამრიგებელი შეაქო.

„კაიზერმა“ კლოპს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღეს იურგენი „ბაიერნს“ ჩაიბარებდა.

თანამემამულის განცხადებას „მერსისაიდელთა“ თავკაცი Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა: „ფრანცი ძალიან მომწონს, მასაც მოვწონვარ, მაგრამ „ლივერპულთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი მაკავშირებს.

ბაიერნს და დორტმუნდს მაღალი დონის სპეციალისტები წვრთნიან და ხუთი წლის შემდეგ რა მოხდება ნამდვილად არ ვიცი“.

ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ „მერსისაიდელები“ იურგენ კლოპის მუშაობით აღფრთოვანებულები არიან და გეგმავენ ახალი წინადადებით მიმართონ. „წითლები“ აპირებენ კლოპს ხელფასი გაუზარდონ. იგი  ამჟამად ყოველწლიურად 7 მილიონ ფუნტს იღებს. „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი საუბარი დაახლოებით 10 მილიონზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები