იოზილი უნაი ემერის: “შენ მწვრთნელი არ ხარ“
Aa
Aa

იოზილი უნაი ემერის: “შენ მწვრთნელი არ ხარ“

მესუთ იოზილს „არსენალის“ თავკაც უნაი ემერისთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია და ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ ყველაფერი გამწვავდა.

talkSPORT თურქულ გაზეთ Fanatik-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროპა ლიგის ფინალის მიმდინარეობისას იოზილი ემერის რამდენჯერმე დაუპირისპირდა და ერთ მომენტში ესპანელ სპეციალისტს ასეთი ფრაზით მიმართა: "ვფიცავ შენ მწვრთნელი არ ხარ“.

Fanatik იმასაც იტყობინება, რომ იოზილის ლონდონური დღეები დათვლილია და მესუთი ზაფხულში „არსენალს“ დატოვებს.

„მეთოფეებმა“ გერმანელი ფეხბურთელი 2013 წელს, „რეალიდან“ 42.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. იოზილმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ჩვეული თამაში ვერ აჩვენა. ეს იმის ფონზე, რომ იოზილი „არსენალის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. მესუთმა 2018 წელს ახალი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასისი სახით კვირაში 350 000 ფუნტ სტერლინგს იღებს.

გერმანელი „მეთოფეთა“ რიგებში 6 წელია ასპარეზობს და 2018-19 წლების სეზონი ყველაზე რთული აღმოჩნდა. ლონდონელმა გულშემატკივრებმა იოზილი რამდენჯერმე გააკრიტიკეს და საყვარელი კლუბის მესვეურებს მისი გაყიდვა მოსთხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები