''საბურთალოში'' კუპატაძე და რეხვიაშვილი ბრუნდებიან
Aa
Aa

''საბურთალოში'' კუპატაძე და რეხვიაშვილი ბრუნდებიან

CrystalSport-ის ცნობით საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' ორი ყოფილი ფეხბურთელი, ლაზარე კუპატაძე და გიორგი რეხვიაშვილი უბრუნდებიან. მათ თბილისური კლუბი მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვეს, თუმცა კარიერის უცხოეთში გაგრძელების მცდელობა წარუმატებელი გამოვიდა.

23 წლის მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ ლუქსემბურგის ჩემპიონატის კლუბ ''იუნეს ეშხში'' მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

View this post on Instagram

????‍♂️

A post shared by Lazare Kupatadze (@lazarekupatadze) on Mar 19, 2019 at 9:01am PDT

31 წლის ცენტრალურმა მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა ბერძნულ ''ლევადიაკოსში'' 10 მატჩი ჩაატარა, კლუბი ბოლოსწინა ადგილზე გავიდა და საბერძნეთის სუპერლიგიდან გავარდა.

2018 წლის სეზონში კუპატაძე და რეხვიაშვილი ''საბურთალოს'' შემადგენლობაში რეგულარულად ასპარეზობდნენ და გუნდის ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ფოტო: eliga.ge, gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები