ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს შანსი
Aa
Aa

ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს შანსი

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დაწყებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჭიდაობაში, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში  ფინალისტები გამოვლინდნენ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები ხუთივეში ინარჩუნებენ მედლის მოპოვების შანსს.

ფრიდონ და ლერი აბულაძეებმა დღე წაუგებლად ჩაამთავრეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. გიორგი ქაცანაშვილი რეპეშაჟის ფინალშია, ხოლო ნიკა შერბაკოვი და რობინზონ ესაძე - რეპეშაჟის ნახევარფინალში.

ფრიდონ აბულაძემ (55 კგ) ევროპირველობა რუმინელ კონსტანტინ იონუტ ტუდორთან შეხვედრით გახსნა და მეტოქეს 9:0 მოუგო. სომეხ გევორქ სუკიასიანსაც ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე - 8:0. ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზაურ ალიევს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 8:5. საჩემპიონო ბრძოლაში ფრიდონის მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი ანვარ ალახიაროვი იქნება.

ევროპის შარშანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ლერი აბულაძემ (63 კგ) ფინალის საგზური რუსი ადამ გაუჯაევის ძლევით მოიპოვა. მრისხანე მეტოქე 10:1 დაამარცხა. იქამდე ქართველმა მოჭიდავემ ლიტველი გიტის კულევიჩუსი (10:0) და აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი (2:0) ჩამოიშორა. ფინალში კი თურქ აბდულა ტოპრაკს შეხვდება.

წინასწარი ეტაპის და რეპეშაჟის შეხვედრები თბილისის დროით დღეს 13:30 საათზე დაიწყება.

 ნახევარფინალები - 19:15 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი - 20 საათიდან.

ცხელი ამბები