Aa
Aa

რეიესი უტრერაში დაკრძალეს

ტრაგიკულად დაღუპული 35 წლის ესპანელი ფეხბურთელი, ხოსე ანტონიო რეიესი, სევილიის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ უტრერაში დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო, რომელთაც რეიესი ბოლო გზაზე გააცილეს.

იქ ასევე იმყოფებოდნენ ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელები და სხვადასხვა კლუბების მაღალჩინოსნები.

დაკრძალვის წინა ღამეს რეიესის ყოფილი კლუბის, „სევილიას“, დაახლოებით 10 ათასი გულშემატკივარი „რამონ სანჩეს პისხუანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა და ფეხბურთელის ხსოვნას პატივი სიმღერით მიაგო.

ხოსე ანტონიო რეიესი ბოლოს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ „ექსტრემადურაში“ თამაშობდა და 2 ივნისს მორიგ შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა. იგი იმავე უტრერაში დაიბადა, სადაც საბედისწერო ავარია შეემთხვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები