ზიდანის დამატებითი გამოწვევა
Aa
Aa

ზიდანის დამატებითი გამოწვევა "ელ კლასიკოსთვის"...

მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს მშვენიერი შანსი აქვს, რათა ჟოზე მოურინიოს შემდეგ, "ლა ლიგის" ეგიდით "ნოუ კამპზე" პირველი "ელ კლასიკო" მოიგოს. "განსაკუთრებულის" ხელმძღვანელობით "სამეფო კლუბმა" "ბარსას" დამარცხება მისსავე მოედანზე უკანასკნელად 2012 წლის 21 აპრილს მოახერხა.

სხვათა შორის, საინტერესოა ისიც, რომ ბოლო 9 წლის მანძილზე ბერნდ შუსტერი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც "ნოუ კამპზე" თავისთვის სადებიუტო "კლასიკოში" საკუთარ გუნდს მოაგებინა. მას შემდეგ ოთხმა სპეციალისტმა, ხუანდე რამოსმა (0:2), მანუელ პელეგრინიმ (0:1), ჟოზე მოურინიომ (0:5) და კარლო ანჩელოტიმ (1:2) თავიანთთვის სადებიუტო "ელ კლასიკოები", რომლებიც "ბარსას" არენაზე იმართებოდა ზედიზედ წააგეს. ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა როგორ გააგრძელებს "რეალისთვის" ამ არცთუ სასიამოვნო ტენდენციას ფრანგი სპეციალისტი.

 

 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრა შაბათს, 2 აპრილს 22:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები