ბეკენბაუერს კლოპი „ბაიერნში“ სურს
Aa
Aa

ბეკენბაუერს კლოპი „ბაიერნში“ სურს

მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდარულ ფეხბურთელს, ფრანც ბეკენბაუერს სურს იურგენ კლომპა „რეკორდმაისტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბაროს. გერმანელი სპეციალისტი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ბეკენბაუერმა თავისი სურვილი გერმანულ გამოცემა Bild-ს გაუმხილა და განაცხადა: „მხოლოდ ერთი რამ მინდა, მსურს დადგეს დღე, როცა კლოპი „ბაიერნს“ ჩაიბარებს. პირადად ჩემთვის იურგენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. „დორტმუნდში“ დაწყებული საქმე მან „ლივერპულში“ დაასრულა“.

ბეკენბაუერმა პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე გუნდის გაწვრთნა გაცილებით რთულია.

„მერსისაიდელები“ იურგენ კლოპის მუშაობით კმაყოფილები არიან და რთული წარმოსადგენია გერმანელ სპეციალისტს შეელიონ. Daily Mail-ის ინფორმაციით „წითლების“ მესვეურები ახალ წინადადებას ამზადებენ და გეგმავენ კლოპს ხელფასი გაუზარდონ.

იურგენი ამჟამად ყოველწლიურად 7 მილიონ ფუნტს იღებს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით კი საუბარი დაახლოებით 10 მილიონზეა. ასე რომ ბეკენბაუერის სურვილს უდიდესი ალბათობით ახდენა არ უწერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები