„დრეიკის წყევლის“ მორიგი მსხვერპლი - ენტონი ჯოშუა
Aa
Aa

„დრეიკის წყევლის“ მორიგი მსხვერპლი - ენტონი ჯოშუა

კანადელი რეპერის, „დრეიკის“ წყევლის შესახებ ალბათ ბევრი რამ გსმენიათ. 32 წლის მომღერალმა ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე გუნდი შეიწირა და სამწუხაროდ დაზარელებულთა რიგებს ენტონი ჯოშუაც შეუერთდა.

ბრიტანელმა მოკრივემ 2 ივნისს ენდი რუის ჯუნიორის წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა და კარიერაში მარცხი პირველად იგემა. „ეიჯეიმ“ ოთხი საჩემპიონო ქამარი დაკარგა, თუმცა დანებებას არ აპირებს და 2019 წლის დეკემბერში მატჩრევანშის გამართვა სურს.

საგულისხმოა, რომ ორთაბრძოლამდე ჯოშუა იმედიანად გახლდათ განწყობილი. ბრიტანელი დარწმუნებული იყო, რომ „დრეიკის წყევლას“ თავს დააღწევდა და ESPN-თან საუბრისას ამ თემის შესახებ ხუმრობდა კიდეც: „დრეიკის წყევლის შესახებ გსმენიათ? პირადად მე ვთვლი, რომ დრეიკის წყევლა ნადვილად არსებობს“!

როგორც მოგეხსენებათ „ეიჯეის“ ყველაფერი ძვირად დაუჯდა და ახლა ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება. კრივის ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მას ფსიქოლოგიურ პრობლემებთან მოუწევს გამკლავება, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება. თავად ჯოშუას მიაჩნია, რომ ყველაფერი წინაა და დაკარგული ქამრების დასაბრუნებლად ემზადება.

ცხელი ამბები