L’Equipe:
Aa
Aa

L’Equipe: "იუვეს" პოგბას სანაცვლოდ დაუჯერებელი თანხა შესთავაზეს!

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას სატრანსფერო საგა გრძელდება. ამჯერად ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონის "ჩელსია" მოწადინებული.

უფრო დაზუსტებით, ფრანგული L’Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლურჯებმა" იტალიელებს პოგბას ტრანსფერში არც მეტი არც ნაკლები 90-95 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაც წარმოუდგენლად დიდი თანხაა და შეუძლებელია "ბებერი ქალბატონის" ბოსები სერიოზულად არ დაფიქრდნენ... 

ისედაც, უკვე კარგა ხანია ისინი პოგბათი ვაჭრობენ და სათავისო წინადადებას ელიან, აი რამდენად გამოდგება ეს შეთავაზება "საიუვენტუსე" ამას დრო გვიჩვენებს.

აღვნიშნოთ ისიც, რომ 23 წლის ფრანგის თავის რიგებში ხილვა "მანჩესტერ სიტის", "რეალს", "ბარსელონასა" და "პსჟ"-საც სურთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები