პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან
Aa
Aa

პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან

ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში არჩილ მალაყმაძემ  ატაცში 142 კილო დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა.

ამასთანავე ქართველმა ძალოსანმა საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა.  

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 168 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში თავი 310 კილოგრამს მოუყარა.  

ფიჯის დედაქალაქ სუვაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ნაკრები 4 სპორტსმენითაა წარდგენილი.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ლომია თებიძე (81 კგ.) ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) და თორნიკე ტაბატაძე (+109 კგ.) იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები