Aa
Aa

ჯამპაოლო "მილანში" გადაწყვეტილია?

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, დიდი შანსია, „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი მარკო ჯამპაოლომ დაიკავოს.

როგორც ირკვევა, 51 წლის სპეციალისტის „როსონერიში“ დანიშვნა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია და, წესით ეს ყველაფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში უნდა დადასტურდეს. ჯამპაოლოს „შავ-წითელთა“ დამრიგებლად დანიშვნა პაოლო მალდინის ინიციატივაა.

იწერება ისიც, რომ „სამპას“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა გენუელთაგან ორი ფეხბურთელის „მილანში“ გადაყვანა ითხოვა, საუბარი საყრდენ ნახევარმცველ დენის პრატსა და ცენტრალურ მცველ იოახიმ ანდერსენზეა.

„სამპდორიამ“ ჯამპაოლოს შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო და „ბლუჩერკიატის“ წარმომადგენლები სტეფანო პიოლის შეხვდნენ. სხვა კანდიდატებად კი ჯენარო გატუზო და ეუსებიო დი ფრანჩესკო სახელდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები