ლუკას მოურას უცნაური განცხადება ნეიმარსა და მესიზე
Aa
Aa

ლუკას მოურას უცნაური განცხადება ნეიმარსა და მესიზე

ფრანგული "პსჟ"-ს ბრაზილიელმა შემტევმა ლუკას მოურამ ფრანგულ ტელეარხ "Canal+"-სთან საუბრისას მეტად საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მესი, ლევანდოვსკი ან ბენზემა "პსჟ"-ში? ჩემზე რომ იყოს ამ სამეულს ნეიმარს ვარჩევდი, რადგან მგონია რომ ჩემი თანამემამულე პარიზულ კლუბს უკეთ შეეწყობა. ის დიდებული ფეხბურთელი და ფანტასტიური ადამიანია. პირადად ჩემთვის, მისი მოსვლა გაცილებით სასიხარულო იქნებოდა, ვინაიდან გუნდში კიდევ ერთი დიდი მეგობარი შემომემატებოდა". - განაცხადა მოურამ, რომელსაც "ლიგა 1"-ის მიმდინარე გათამაშებაში 6 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა აქვს აქტივში. 

ამის შემდეგ ბრაზილიელმა თავის სამომავლო გეგმებზეც თქვა ორიოდ სიტყვა:

"ჩემი ოცნება "პარკ დე პრენსზე" დიდი ხნით დარჩენაა. კარიერის ბოლო წლებში კი მინდა ჩემს მშობლიურ კლუბს, "სან პაულოს" დავუბრუნდე". - დაასრულა მოურამ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები