კანისარესი:
Aa
Aa

კანისარესი: "რეიესი არ იმსახურებს გმირის ხატის შექმნას... ავტომობილში სხვა ადამიანებიც ისხდნენ"

ხოსე ანტონიო რეიესის ავტოკატასტროფაში გარდაცვალების გამო საფეხბურთო სამყარო ძალიან დამწუხრებულია. მასთან დაკავშირებით კომენტარი ტიერი ანრიმ, არსენ ვენგერმა და სხვა ცნობილმა ფიგურებმა გააკეთეს. ანრისა და ვენგერის თქმით რეიესის გარდცვალების გამო განადგურებულნი არიან.

მათგან განსხვავებული აზრი ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ''ვალენსიას'' ყოფილმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა გამოთქვა. მისი აზრით რეიესმა კანონი დაარღვია, რადგან კანონით დადგენილ სიჩქარეს გადააჭარბა.

კანისარესი: ''რეიესი არ იმსახურებს გმირის ხატის შექმნას. მაღალი სიჩქარით მოძრაობა კანონის დარღვევაა, დანაშაულია. მასთან ერთად ავტომობილში სხვა ადამიანებიც ისხდნენ და ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ რეიესის გარდაცვალებით დამწუხრებული არ ვარ. მე ვლოცულობ მისი სულისთვის.''

2003-06 წლებში ანტონიო რეიესი და სანტიაგო კანისარესი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები