Aa
Aa

"რეალი" პოგბას სანაცვლოდ "მანჩესტერს" 3 ფეხბურთელს სთავაზობს

"რეალს" პოგბას გადასაბირებლად ახალი გეგმა აქვს. როგორც ცნობილია "მანჩესტერ იუნაიტედი" ფრანგის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს, მადრიდელებს კი ამდენის გადახდა არ სურთ.

The Times-ის ინფორმაციით "რეალი" ინგლისელებს ბარტერს შესთავაზებს. მადრიდელები "ოლდ ტრაფორდზე" თავიანთ 3 მოთამაშეს გაუშვებენ და სანაცვლოდ პოგბას მოითხოვენ. საუბარია ხამეს როდრიგესზე, გარეთ ბეილზე და კეილორ ნავასზე.

"მანჩესტერს" ხსენებული სამეული ნამდვილად კარგად შეავსებდა. წინადადება უდაოდ მიმზიდველია, თუმცა "მანკუნიანელთა" პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

ვნახოთ იტყვიან თუ არა უარს "წითელი ეშმაკები" ფულზე და რამდენად დათანხმდებიან ბარტერს.

როგორც ცნობილია ზიდანს სათადარიგო გეგმაც აქვს. კლუბი პოგბასთან ერთად ერიკსენსაც აკვირდება და საბოლოოდ რომელიმე მათგანის გაფორმება სურს, თუმცა კრახის შემთხვევაში სამეფო კლუბი მირალემ პიანიჩზე გადაერთვება და "იუვენტუსიდან" ბოსნიელის გაფორმებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები