Aa
Aa

4 ოქრო და 2 ბრინჯაო ევროპის ღია პირველობაზე!

ძიუდოში ევროპის ღია პირველობა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მიმდინარეობს. ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით მოასპარეზე ოთხმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში გასვლა ვლადიმერ ახალკაცმა (-81 კგ), ლაშა ბექაურმა (-90 კგ), ონისე სანებლიძემ (-100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოახერხეს. თითოეულმა ფინალში წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ანგარიშზე 4 ოქროს მედალია.

-81 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმა ფინალში ბრიტანელ მაკვატს სძლია და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

-90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ფინალში  ევროპის ორგზის პრიზიორი იოახიმ ბოტიე დაამარცხა. საქართველოს მეორე ოქროს მედალი ბექაურმა  მოუტანა.

-100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ონისე სანებლიძემ ტურნირის დასკვნით დღეს პირველ ნომრად განთესილი მიკლას სერიენიქსი 55 წამში იპონით დაამარცხა. საქართველოს მეოთხე ოქროს მედალი გურამ თუშიშვილმა მოუტანა, რომელმაც  ფინალში კროიტორუ დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტები 4 ოქროს მედლით არ დაკმაყოფილებულან. -90 კგ. წონით კატეგორიაში იმედა გოგოლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ბრიტანელი მაქს სტიუარტი დაამარცხა. ტურნირის პირველ დღეს კი ბრინჯაოს მედალოსანი ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი გახდა.

ცხელი ამბები