Aa
Aa

შოკი ნიუ იორკში! რუიზმა ჯოშუა 4-ჯერ დააგდო და ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა!

მსოფლიო კრივის WBO, WBA, IBF და IBO ვერსიით ახალი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს - ენდი რუისი! ეს იყო შოკისმომგვრელი ორთაბრძოლა ნიუ იორკში, რომელიც აუტსაიდერის გამარჯვებით დასრულდა!

ენტონი ჯოშუამ ენდი რუიზთან თავის პროფესიონალურ კარიერაში 23-ე ბრძოლა გამართა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანელმა საზღვრებს მიღმა იბრძოლა, რაც მე-7 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხებით დასრულდა.

გადამწყვეტ მეშვიდე რაუნდში მექსიკელ-ამერიკელმა რუიზმა უდაო ფავორიტი ჯოშუა მეოთხედ (!) დაანოკდაუნა!

ამრიგად რუიზს მხოლოდ WBC-ს ქამარი აკლია, რომლის მოპოვებაც დეონტეი უაილდერის დამარცხების შემდეგ შეეძლება.

ენდი რუიზი ისტორიაში გახდა პირველი მექსიკელი მებრძოლი, რომელმაც მძიმე წონოსნის ქამარი მოიპოვა.

"ის არ იყო ნამდვილი ჩემპიონი, მთელი მისი კარიერა ტყუილზე გალხდათ აგებული. ფაქტები ახლა ყველაფერს გვიჩვენებენ და ვნახეთ თუ ვინ არის ჯოშუა სინამდვილეში". - ასე გამოეხმაურა დეონტეი უაილდერი ჯოშუას მარცხს.

ცხელი ამბები