Aa
Aa

"ლივერპული" ჩემპიონია! კლოპის გუნდმა "ტოტენჰემს" შანსი არ დაუტოვა!

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშება "ლივერპულის" ტრიუმფით დასრულდა!

"მერსისაიდელებმა" "ტოტენჰემს" 2:0 სძლიეს და ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეექვსედ მოიგეს.

შეხვედრაში ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. მსაჯმა საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც სალაჰმა გოლად აქცია.

ალბათ მაინც დამირ სკომინას შეეძლო, რომ პენალტი არ დაენიშნა და მას ამაში არავინ გაამტყუნებდა, თუმცა რაც მოხდა მოხდა.

ამის შემდეგ შეხვედრა "ლივერპულის" კარნახით მიმდნინარეობდა. "ტოტენჰემმა" მხოლოდ მატჩის ბოლო 20 წუთში გამოიღვიძა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა გოლად ვერ აქცია.

საბოლოოდ, ცვლილებაზე შემოსულმა და შეიძლება ითქვას "წითლების" თილისმამ დივოკ ორიჯიმ 87-ე წუთზე ხელსაყრელი მომენტიდან უზუსტესად დაარტყა და ყველაფერი დაასრულა.

იურგენ კლოპმა მესამე ცდაზე მოახერხა და სანუკვარ ჩემპიონთა ლიგას დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები