მადრიდი ინგლისელებმა დაიპყრეს! ფინალის წინ ესპანეთის დედაქალაქში საოცარი გარემოა!
Aa
Aa

მადრიდი ინგლისელებმა დაიპყრეს! ფინალის წინ ესპანეთის დედაქალაქში საოცარი გარემოა!

დღეს მადრიდში დიდი ამბებია მოსალოდნელი. 2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონს ინგლისური ფინალი დახურავს.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ლივერპული" შეეცდება არსებობის ისტორიაში მე-6 თასს დაეუფლოს, ხოლო "ტოტენჰემი" ამის გაკეთებას პირველად შეეცდება.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩი „ლივერპულმა“ ერთნაირი ანგარიშით - 2:1 მოიგო, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და სტატისტიკას დღეს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

ესპანეთის დედაქალაქში 80 000-მდე ბრიტანელ გულშემატკივარს ელოდებიან, თუმცა თამაშის ბილეთი მათგან მხოლოდ 32 000-ს აქვს. „ვანდა მეტროპოლიტანო“ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას პირველად უმასპინძლებს.

იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და ტიტულის მოგების ფავორიტად ითვლება, თუმცა მიმდინარე სეზონში ფავორიტებს რაც მოსდით ყველამ კარგად ვნახეთ... ასე, რომ უბრალოდ დაველოდოთ მატჩს და მისი სქერით სიამოვნება მივიღოთ.

ახლა კი გთავაზობთ ფოტოებს მადრიდიდან. ესპანეთის დედაქალაქი დღეს ინგლისელების ხელშია!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები