ყველაფერი დღეს გაირკვევა? სარი
Aa
Aa

ყველაფერი დღეს გაირკვევა? სარი "ჩელსის" მესვეურებს შეხვდება

ლონდონის „ჩელსის“ წარმომადგენლები დღეს მაურიციო სარის შეხვდებიან და იტალიელ სპეციალისტთან სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ევროპა ლიგაზე მიღწეული ტრიუმფის შემდეგ „არისტოკრატები“ სარის მიმართ დადებითად არიან განწყობილი, თუმცა მისი ლონდონური მომავალი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

La Gazzetta dello Sport იუწყება, რომ „ჩელსის“ მმართველებს სურთ იტალიელს მიღწეულის გამო მადლობა გადაუხადონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაურიციოს „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩენა გადაწყვეტილი ამბავია.

დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ 60 წლის დამრიგებლის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ. იტალიური გამოცემის ინფორმაციით ფალი რამადანი, პიროვნება, რომელმაც მაურიციო „ჩელსიში“ მიიყვანა, შეგუებულია იმ ფაქტს, რომ სარი „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.

როგორც ირკვევა სარის ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნება უნდა. მაურიციოს დღეს „არისტოკრატების“ დირექტორი, მარინა გრანოვსკაია შეხვდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას „ლურჯების“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები