Aa
Aa

ლიოვი გერმანიის ნაკრების უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ევროშესარჩევში ბელარუსთან და ესტონეთთან მატჩებს გამოტოვებს.

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ლიოვის არყოფნის მიზეზია სპორტულ კარიერაში არტერიაზე მიღებული ტრავმისგან გამოწვეული უარყოფითი ეფექტები. ლიოვის ექიმის განცხადებით გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა საავადმყოფოში დარჩენას საჭიროებს.

ლიოვის განცხადებით ამჟამად თავს კარგად გრძნობს, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში დასვენება მოუწევს. მისი თქმით სამწვრთნელო შტაბთან მუდმივ კომუნიკაციაშია. მას მარკუს სორგის, ანდრეას კიოპკესა და ოლივერ ბირჰოფის იმედი აქვს. ცხადია, ორივე მატჩის დასრულების შემდეგ ლიოვი სამწვრთნელო შტაბთან მობილურის საშუალებით საუბარს გეგმავს.

ბირჰოფის განცხადებით ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარების შემდეგ მაშინაც კი როცა თავს კარგად გრძნობ, უმჯობესია დაისვენო და თავი უფრო დაცულად იგრძნო.

შეგახსენებთ, გერმანიის ნაკრები 8 ივნისს ბელარუსს ბორისოვში შეხვდება, ესტონეთს კი 11 ივნისს მაინცში უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები