ამირ ხანი ფლოიდ მეივეზერის გზას გაუყვა
Aa
Aa

ამირ ხანი ფლოიდ მეივეზერის გზას გაუყვა

ბრიტანელმა მოკრივე ამირ ხანმა WBO-ს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ ფლოიდ მეივეზერს მიბაძა. გავრცელებული ინფორმაციით 32 წლის ხანი მომდევნო დაპირისპირებას MMA-ის ყოფილი მებრძოლის, ინდოელი ნეერაჟ გოიატის წინააღმდეგ გამართავს.

უდიდესი ალბათობით მათი ჯახი 12 ივლისს, საუდის არაბეთში გაიმართება და ხანი ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს. მეივეზერისა და ნასუკავას შეხვედრის მსგავსად ამ დაპირისპირებასაც საჩვენებელი ორთაბრძოლის სტატუსი ექნება.

ამირი საუდის არაბეთში გახლდათ ჩასული და ფორმალური საკითხები მოაგვარა. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ კი პრესკონფერენცია გამართა და ყველაფერი დაადასტურა.

ხანის ოპონენტი კრივში წასვლამდე MMA-ის წესებით გამართულ ორთაბრძოლებში იღებდა მონაწილეობას და ორი შერკინების მოგებაც მოახერხა. გოიატი 27 წლის გახლავთ და კრივში მისი დებიუტი 2011-ში შედგა. მას პროფესიონალურ დონეზე 16 დაპირისპირება აქვს გამართული და სასურველი შედეგის დაფიქსირება 11-ჯერ შეძლო. (3 წაგება, 2 ფრე)

ბრიტანელის გადაწყვეტილება „ნისლიან ალბიონზე“ მიწასთან გაასწორეს და ხანს მოუწოდეს საყვარელი საქმიანობა ფულზე არ გაეცვალა.

ცხელი ამბები