Aa
Aa

ჟოაო ფელიში "სიტიში"? "ქალაქელებმა" მოლაპარაკებები დაიწყეს

„მანჩესტერ სიტიმ“ ჟოა ფელიშის ტრანსფერის თაობაზე „ბენფიკასთან“ მოლაპარაკებებები დაიწყო. ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით „ქალაქელთა“ წარმომადგენლები „არწივების“ პრეზიდენტს ლუის ფილიპე ვიეირას და 19 წლის შემტევის აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდნენ.

ფელიშის გადაბირებით „სიტი“ დიდი ხანია დაინტერესებული და მზადაა პორტუგალიელი ახალგაზრდას სანაცვლოდ სერიოზული ფინანსები გაიღოს. „ქალაქელთა“ თავკაცს, პეპ გუარდიოლას ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერება უნდა და მანჩესტერული გუნდის მესვეურებს სჯერათ, რომ ფელიშის ტრანსფერი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

The Sun-ის ცნობით შეხვედრა ლონდონში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი მოთხოვნები წარუდგინეს. როგორც ირკვევა „არწივები“ პორტუგალიელს 100 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევიან.

ფელიში „ბენფიკას“ აღზრდილია. ჟოამ საფეხბურთო სამყაროს თავი მიმდინარე სეზონში გააცნო და მისი შეძენა ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს სურს. 19 წლის შემტევს „არწივების“ მაისურით მხოლოდ და მხოლოდ 46 შეხვედრა ჩატარებული და 20 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები