ოძეკი ტოჩინოშინი ქართული რაგბის შესახებ
Aa
Aa

ოძეკი ტოჩინოშინი ქართული რაგბის შესახებ

"ნაცუ ბაშოზე" ტოჩინოშინის გამოსვლას სუმოს მოყვარულები თვალს დიდი ინტერესით ადევნებდნენ. ლევანს ტრავმების გამო დაკარგული ოძეკის წოდების დასაბრუნებლად 10 გამარჯვება სჭირდებოდა და საბედნიეროდ ქართველმა რიკიშიმ მიზანს მიაღწია.

ტურნირის მიმდინარეობისას ლევანი იაპონური პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა და სიტუაცია არც ბაშოს დასრულების შემდეგ შეცვლილა. გავლენიანმა გამოცემა Mainichi-მ ქართველთან ინტერვიუ ჩაწერა და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენებურს არა სუმოს, არამედ რაგბის შესახებ გაესაუბრა.

იაპონური გამოცემა ინტერვიუს ასეთ შესავალს უკეთებს - რაგბის სამყაროში სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლები დომინირებენ და ევროპელებს წარმატების მიღწევა ძალიან უჭირთ. აღმოსავლეთ ევროპელთა პოზიციები საქართველომ გააძლიერა. 31 წლის ტოჩინოშინი წარმოშობით სწორედ ამ ქვეყნიდანაა და ქართული რაგბის შესახებ გვესაუბრება.

"ჩემი ბავშვობის წლებიდან რაგბი პოპულარობას თანდათანობით იძენდა. დღესდღეობით კი ყველასთვის საყვარელი და საკმაოდ პოპულარული სპორტია. საქართველოში რაგბის ბუმია და მსოფლიო ჩემპიონატს მოუთმენლად ელიან.

ქართველები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. საქართველოში ძლიერი მკლავები ბევრ ადამიანს აქვს, რაც რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იაპონიაში ჩამოსვლამდე ძიუდოსა და სამბოში ვვარჯიშობდი, მაგრამ ჩემი გზა რაგბისთანაც გადაიკვეთა. სხვადასხვა ვარჯიშებისას თოვლზე რაგბს ხშირად ვთამაშობდით ხოლმე".

ცხელი ამბები