რამოსი:
Aa
Aa

რამოსი: "მინდა კარიერა რეალში დავასრულო"

სერხიო რამოსის სამომავლო გეგმების შესახებ ბოლო დროს უცხოურ პრესაში ბევრი იწერებოდა. 33 წლის უკანახაზელს "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებას და კარიერის ჩინეთში გაგრძელებას უწინასწარმეტყველებდნენ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ რამოსი იძულებული გახდა პრესკონფერენცია მოეწვია და აღნიშნული ჭორების შესახებ კომენტარი გაეკეთებინა. "რეალის" უკანახაზელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჩინეთში გადასვლა კატეგორიულად გამორიცხა და "სამეფო კლუბში" დარჩენის სურვილი გამოთქვა.

"მე მადრიდისტა ვარ და მსურს კარიერა "რეალში" დავასრულო. არ მინდა "სამეფო კლუბის" გულშემატკივრებს ეჭვები ჰქონდეთ. ბოლო პერიოდში ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბევრი რამ დაიწერა და მსურს კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ "რეალის" ერთგული ვარ".

ჩინეთიდან წინადადება ნამდვილად მივიღე. "რეალში" ჩემი დარჩენა არავის რომ არ უნდოდეს, ამ შემოთავაზებას ერთ-ერთ ალტერნატივად განვიხილავდი, მაგრამ ეს ასე არაა. აიაქსთან მატჩის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა, თუმცა დროა ყველაფერი დავივიწყოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვგრძნობ "რეალის" გულშემატკივრებს, ჩემს თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა კლუბის პრეზიდენტს, სურთ მადრიდში დავრჩე.

ძალიან ვღიზიანდები, როცა ჩემ შესახებ ისეთ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. პრესკონფერენცია სწორედ ამიტომ მოვიწვიე.

პერესთან პირადი შეხვედრა გავმართე, სადაც ჩინეთიდან მიღებული შეთავაზების შესახებ ვაცნობე. ჩვენი პირადი შეხვედრის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა და სპეკულაციები სწორედ ამიტომ დაიწყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრესკონფერენცია ზუსტად ამიტომ მოვიწვიე".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები