სასამართლომ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
Aa
Aa

სასამართლომ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე მურთაზ კაპანაძის გადაწყვეტილებით კვირიკაშვილს 15 000-ლარიანი გირაო მოეხსნა და ავტომობილი დაუბრუნდა.

პროკუროსის აზრით ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა. მისი განცხადებით მერაბ კვირიკაშვილმა გამოძიებას ნამდვილი დამნაშავის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. მისი თქმით ღია ფერის ავტომობილი გამოგონილია და მას სიმართლესთან კავშირი არ აქვს.

კვირიკაშვილის ადვოკატმა პროკურორს უპასუხა და აღნიშნა, რომ მოწმეების ჩვენებების საფუძველზე კვირიკაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.

მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით კვირიკაშვილი უდანაშაულოა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის კვირიკაშვილის მეუღლეც იყო.

35 წლის მერაბ კვირიკაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 115 მატჩი ჩაატარა. ამჟამად ''ლელო სარასენსის'' ღირსებას იცავს.

ცხელი ამბები