რა უთხრა კლოპმა ფეხბურთელებს
Aa
Aa

რა უთხრა კლოპმა ფეხბურთელებს "კამპ ნოუზე" 0-3-ის შემდეგ?

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ფიასკო განიცადა. ლიონელ მესიმ და კომპანიამ „წითლები“ 3-0 გაანადგურეს.

„კამპ ნოუზე“ დაფიქსირებულმა შედეგმა „ბლაუგრანა“ წყვილის უდავო ფავორიტად აქცია. ქომაგთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ კატალონიელები ითამაშებდნენ, თუმცა „ლივერპულმა“ ბოლომდე იბრძოლა და ფინალის საგზური დაისაკუთრა.

„ენფილდის“ ბინადრების სასწაული დიდწილად იურგენ კლოპის დამსახურება გახლავთ. ამაზე ენდი რობერტსონის წერილიც მეტყველებს, რომელიც მან The Players’ Tribune-ში გამოაქვეყნა.

ინგლისელმა პირველი მატჩის შემდეგ გასახდელში განვითარებული მოვლენები და იურგენ კლოპის გამოსვლა გაიხსენა. გერმანელს სამბურთიანი სხვაობით წაგების მიუხედავად ფეხბურთელები არ გაუკრიტიკებია. პირიქით, მონოლოგი მშვიდ ტონში წარმართა და თავის შეგირდებს არწმუნებდა, რომ დაკარგული ჯერ კიდევ არაფერი იყო.

„პირველ შეხვედრაში მესის ჯადოქრობის შემდეგ მიღებული ემოციების გადატანა ურთულესი აღმოჩნდა. თავს საშინლად ვგრძნობდით. ბარსელონაში ვიმყოფებოდით, მაგრამ ვხვდებოდით, რომ მადრიდი ჩვენგან ძალიან შორს იყო. რამდენიმე წუთში გუნდის თავკაცი შემოვიდა, რომელიც ენერგიით გახლდათ სავსე და სახეზე ჩვეული ღიმილი დასთამაშებდა.

კლოპმა ასეთი ფრაზებით მოგვმართა - ბიჭებო, ბიჭებო, ბიჭებო. ახლა იცით, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი არ ვართ. ალბათ ისინი (ბარსელონა) არიან, მაგრამ ვის ანაღვლებს? ვის ანაღვლებს! მსოფლიოს საუკეთესო გუნდის დამარცხება შეგვიძლია! მიდით კიდევ ერთხელ“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები