ფაბრეგასი:
Aa
Aa

ფაბრეგასი: "იოზილს ლიდერისთვის საჭირო თვისებები არ აქვს“

„არსენალისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სესკ ფაბრეგასმა BT Sport-თან საუბრისას ევროპა ლიგის ფინალი შეაფასა. ესპანელმა ნახევარმცველმა დიდი აქცენტი მესუთ იოზილის თამაშზე გააკეთა და „მეთოფეთა“ ათიანი გააკრიტიკა.

გერმანელმა ფეხბურთელმა გუშინ ალბათ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა. იოზილს მინდორზე ყოფნისას ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია და მოედნის ნაადრევად დატოვებაც მოუწია.

„რეალში მესუთი მაღალი დონის ფეხბურთელებისა და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ თამაშობდა. მესუთის კლასს არ ვაკნინებ. იგი მადრიდში შესანიშნავად ასპარეზობდა, მაგრამ როცა შედარებით სუსტ გუნდში გადადიხარ მეტი მოგეთხოვება, რადგან გვერდით იგივე დონის ფეხბურთელები აღარ გყავს“.

„კლუბი შენს ტრანსფერს იმიტომ ახორციელებს, რომ სურს გუნდის ლიდერი გახდე. პირადად მე ვთვლი, რომ იოზილს ლიდერისთვის საჭირო თვისებები არ აქვს. მესუთთან ერთად ყოველდღე არ ვვარჯიშობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას გუნდის გაძღოლა არ შეუძლია“.

იოზილი „არსენალის“ ღირსებას მეექვსე წელია იცავს. „მეთოფეების“ მაისურით გერმანელმა 230 შეხვედრა ჩაატარა და 43 გოლი შეაგდო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები