Aa
Aa

Corriere dello Sport: "ინტერი" ჯეკოს შეუთანხმდა!

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის „ინტერმა“ ედინ ჯეკოსთან კონტრაქტის დეტალებზე მოილაპარაკა და ჯერი ახლა უკვე „რომასთან“ შეთანხმებაზეა. როგორც ირკვევა, „ნერაძური“ ჯეკოს წლიურ ხელფასად 4 მილიონ ევროს სთავაზობს, მხარეებს შორის კი 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

„რომა“ ბოსნიელი ფორვარდის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს და უფრო ნაკლებად ჯეკოს დათმობას არ აპირებს. თანაც, 33 წლის თავდამსხმელს მსურველები არ აკლია, მისი სამსახურით პსჟ, „ვესტ ჰემი“ და „ფენერბაჰჩე“ ინტერესდებიან.

„ინტერი“ სატრანსფერო გარიგებაში 19 წლის ფაკუნდო კოლიდიოს ჩართვას გეგმავს. კოლიდიომ დასრულებულ სეზონში უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 5 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „შავ-ლურჯებს“ გასულ ზაფხულს სწორედ ასეთი ხერხი გამოადგათ, როცა „რომას“ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერში, თანხასთან ერთად, ნიკოლო ძანიოლო დაუთმეს.

ჯეკო „ჯალოროსის“ რიგებში 2015 წლიდან თამაშობს, იგი „სტადიო ოლიმპიკოზე“ „მანჩესტერ სიტიდან“ მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები