Aa
Aa

რონალდო: "ვალიადოლიდი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს"

ესპანეთში მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებით დიდი სკანდალია აგორებული. სამშაბათს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები დააკავეს, რომლებსაც ბრალად კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირს, კორუფციულ სქემებში მონაწილეობას და ფულის გათეთრებას სდებენ.

დაპატიმრებულთა შორის ერთ-ერთი „ვალიადოლიდის“ ყოფილი მოთამაშე, ბორხა ფერნანდესია, რომელმაც კარიერა ახლახანს დაასრულა. ამ უკანასკნელის დაკავებას „პუცელას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი რონალდო გამოეხმაურა. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა სამართალდამცველებს მხარი დაუჭირა და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„იმედი მაქვს ბორხას არავითარი ბრალი არ მიუძღვის. ჩემი აზრით კარგია გამოძიება რომ მიმდინარეობს, რადგან ყველას გვინდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობდეს. ყველაფერი მშვენივრად მესმის. წარმოშობით ბრაზილიიდან ვარ და ჩემს სამშობლოში კორუფციის საკმაოდ მაღალი დონეა“.

„ვალიადოლიდი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და სამართალდამცველებს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს. ჯერჯერობით ჩვენთვის არავის მოუმართავს. ბორხასთანაც არ გვილაპარაკია. ამ ეტაპზე ლოდინის გარდა არაფერი დაგვრჩენია. ველით სიტუაცია როდის გაირკვევა და ვნახოთ რა მოხდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები