სანეს შემდეგ დიბალა -
Aa
Aa

სანეს შემდეგ დიბალა - "ბაიერნის" გრანდიოზულ გეგმებში არგენტინელიც შედის

პაულო დიბალა „იუვენტუსის“ დატოვებასთან სულ უფრო ახლოსაა. არგენტინელი ათიანი გუნდში რონალდუს მოსვლის შემდეგ თავს არც ისე კომფორტულად გრძნობს.

კრიშტიანუმ დიბალას როლი წაართვა და არგენტინელმა მასთან კონკურენცია ვერ შეძლო.

Corrieredellosport-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ დიბალას სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავს.

„რეკორდმაისტერი“ ახალი გუნდის აწყობას იწყებს და ლეროი სანესთან ერთად მათი მთავარი სამიზნე დიბალა გახლავთ.

მიუნხენელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ისინი სანეს შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი და როგორც ჩანს ლეროი მალე „ალიანს არენაზე“ გადაბარგდება.

რაც შეეხება დიბალას, „იუვენტუსი“ მზადაა 100 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში მას შეელიოს. „ბაიერნის“ შეთავაზებული 80 მილიონი ფუნტი კი ამაზე 25 მილიონი ევროთი ნაკლებია.

ვნახოთ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. წინ ძალიან ცხელი სატრანსფერო ფანჯარა გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები