იბრას ერთ-ერთი ტოპ-კლუბი ასტრონომიულ ხელფასს სთავაზობს!
Aa
Aa

იბრას ერთ-ერთი ტოპ-კლუბი ასტრონომიულ ხელფასს სთავაზობს!

ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარშემო საუბარი არ წყდება. როგორც იცით, იგი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება და რა გასაკვირია, რომ მსურველი კლუბები ტრანსფერის თადარიგს აქედანვე იჭერენ. 

ყველაზე უფრო მონდომებული "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩანს, რომლის ბოსებიც Daily Star-ის კულუარული ინფორმაციით, იბრას აგენტს უკვე შეხვდნენ და ფეხბურთელს ხელფასის სახით კვირაში 250 ათასი გირვანქა-სტერლინგი შესთავაზეს, რაც წელიწადში 12 მილიონ გირვანას უტოლდება. ხოლო ევროებში დაანგარიშებით ზლატანის წლიური გასამრჯელო 15 მილიონზე მეტი გამოდის. ვერაფერს იტყვი, 34 წლის ფეხბურთელისთვის ასეთი შეთავაზება, მართლაც მრავლისმეტყველია...

მოკლედ, "იბრაკადაბრას" სერიოზული დაფიქრება მართებს. თუმცა რა დროს ფიქრია, როცა შვედი კლუბებს ისევე იცვლის, როგორც თავის დროზე ფილიპო ინძაგი ქალებს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები