Aa
Aa

The Sun - "რეალი" და "ჩელსი" აზარის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით ლონდონის „ჩელსიმ“ და მადრიდის „რეალმა“ ედენ აზარის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. „სამეფო კლუბსა“ და „არისტოკრატებს“ შორის მოლაპარაკებები ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ყველაფერი რომან აბრამოვიჩის ჩარევის შემდეგ დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით რუსმა ბიზნესმენმა ბრძანა ფეხბურთელი წელს გაეყიდათ, რადგან არ სურდა გაისად ედენს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაეტოვებინა.

The Sun-ის მიხედვით აზარის ტრანსფერის სანაცვლოდ „ჩელსი“ 100 მილიონ ფუნტს მიიღებს, რასაც შესაძლოა ბონუსების სახით 15 მილიონი დაემატოს.

ბელგიელი შემტევი „არისტოკრატების“ მაისურს უკანასკნელად ევროპა ლიგის ფინალში, „არსენალის“ წინააღმდეგ მოირგებს. ლონდონური დერბის შემდეგ კი „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებთან 4 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. The Sun-ის მიხედვით აზარი ხელფასის სახით კვირაში 400 000 ფუნტს მიიღებს.

ედენი „ჩელსის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავს. „ლურჯებთან“ ერთად მან პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორიც გახდა. მიმდინარე სეზონი 28 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავად ჩაატარა და 19 გოლთან ერთად 16 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები