RAC1: ნეიმარის ტრანსფერზე ''ბარსელონა'' და პსჟ მოლაპარაკებას მართავენ!
Aa
Aa

RAC1: ნეიმარის ტრანსფერზე ''ბარსელონა'' და პსჟ მოლაპარაკებას მართავენ!

საფეხბურთო კლუბი კატალონიის ''ბარსელონა'' ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით პსჟ-სთან მოლაპარაკებას მართავს. Rac1-ის ცნობით ამ ეტაპზე მხარეები მოლაპარაკების საწყის ეტაპზე არიან, თუმცა შესაძლოა მოლაპარაკება გაგრძელდეს და შეთანხმება შედგეს. ამავე წყაროს ცნობით ''ბარსელონას'' შემტევს, უსმან დემბელეს პსჟ-ში გადასვლა სურს და შესაძლოა კლუბებს შორის შეთანხმება მხოლოდ ფრანგის ტრანსფერს არ შეეხოს და შემდეგ სეზონში ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი კვლავ ''ბარსელონაში'' ვიხილოთ.

Football Espana-ს ინფორმაციით, ნეიმარსა და პარიზულ კლუბს შორის არსებობს შეთანხმება, რომ მოთამაშის სურვილის შემთხვევაში მას 2019 წელს კლუბის დატოვება 220 მილიონ ევროდ შეეძლება.

27 წლის ნეიმარი 2013 წელს ''სანტოსიდან'' კატალონიურ გუნდში გადავიდა და 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

2017 წელს სამხრეთამერიკელი ''ბარსელონადან'' პსჟ-ში სარეკორდო თანხად, 222 მილიონ ევროდ გადაბარგდა. ნეიმარმა პსჟ-სთან ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატი ორივე სეზონში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები