ფირმინო იქნება, კეიტა - არა
Aa
Aa

ფირმინო იქნება, კეიტა - არა

„ლივერპულის“ ბრაზილიელი ფორვარდი, რობერტო ფირმინო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „მერსისაიდელთა“ თავკაცმა, იურგენ კლოპმა დაადასტურა.

„ბობიმ ვარჯიშში მონაწილეობა გასულ კვირას მიიღო. რობერტო თავს კარგად გრძნობს. ფირმინო ხვალაც ივარჯიშებს. ჯერჯერობით ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ იგი მზად იქნება“.

ფირმინოს „წითლების“ მაისური პირველი მაისის შემდეგ არ მოურგია. ბრაზილიელს საზარდულის ტრავმა აწუხებდა და როგორც ჩანს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

გერმანელ სპეციალისტს კითხვა ნაბი კეიტას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც დაუსვეს: „ნაბის „ტოტენჰემთან“ მოედანზე გასვლის შანსი არ აქვს, თუმცა იგი პროგრესის გზაზეა და ვნახოთ რა მოხდება“.

გვინეელმა ფეხბურთელმა ტრავმა „კამპ ნოუზე“ გამართულ შეხვედრაში მიიღო და კლოპი იძულებული გახდა კეიტა პირველივე ნახევარში შეეცვალა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდში „ატლეტიკოს“ საშინაო სტადიონზე გაიმართება. ინგლისური დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 23:00-ზე აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები