ლუჩიანო სპალეტის ძმა გარდაეცვალა
Aa
Aa

ლუჩიანო სპალეტის ძმა გარდაეცვალა

მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის, ოჯახში ცუდი ამბავია - 60 წლის სპეციალისტს ძმა გარდაეცვალა. ამის შესახებ "ნერაძურიმ" გამოაცხადა და სპალეტის სამძიმარი გამოუცხადა.

"მარჩელო სპალეტის გარდაცვალების გამო, კლუბი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ლუჩიანო სპალეტის, ასევე მის ოჯახს, ამ მძიმე მომენტში თანადგომას ვუცხადებთ". - წერია "ინტერის" სამძიმრის წერილში.

სავარაუდოდ, ლუჩიანო სპალეტი მილანურ კლუბს მალე დაემშვიდობება. იმის მიუხედავად, რომ "შავ-ლურჯებმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს, კლუბის ხელმძღვანელობა გამოცდილი სპეციალისტის გაშვებას აპირებს, მის შემცვლელად კი ანტონიო კონტე სახელდება.

როგორც იწერება, "კონტისიმეს" მილანელებთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და წლიურ ხელფასად 12 მილიონ ევროს მიიღებს, რითაც სერია A-ს ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები