ენდი რუის ჯუნიორის მამა:
Aa
Aa

ენდი რუის ჯუნიორის მამა: "12 წლის ენდი რინგზე 30 წლის კაცებს უმკლავდებოდა"

WBO-ს, WBA-ის, და IBF-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელი ენტონი ჯოშუა 2 ივნისს „მედისონ სქუეარ გარდენში“ ენდი რუის ჯუნიორს დაუპირისპირდება. ბუკმეიკერები აშკარა ფავორიტად ჯოშუას მიიჩნევენ და დარწმუნებულები არიან, რომ ბრიტანულ-ამერიკული ჯახი ენტონის ტრიუმფით დასრულდება.

ენდი რუის ჯუნიორის მამა, ენდი რუისი რადიკალურად განსხვავებულ პროგნოზს აკეთებს. მას სჯერა, რომ მისი შვილი კრივის მოყვარულებს გააოცებს და სასურველი შედეგის დაფიქსირებას მოახერხებს.

„ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ ენდის დიდი პოტენციალი ჰქონდა. 12 წლის ასაკში ჩემი შვილი რინგზე 30 წლის კაცებს უპრობლემოდ უმკლავდებოდა. ერთხელ პოლიციელს, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ენდისთან სპარინგის გამართვა ვთხოვეთ, მაგრამ რინგზე გასვლის შემდეგ ვერაფერი მოიმოქმედა“.

„ჯოშუასთან დაპირისპირებაშიც იგივე მოხდება. ენტონის წარმოდგენა არ ექნება რა უნდა გააკეთოს. ენდის სისწრაფე ხომ ნახეთ? მგონი ყველაფერი ნათელია“.          

ცხელი ამბები